auto driving license and import page from USA and Japan
DRIVE.GE Auto.drive.ge Drive.ge
     რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
  Contact form
 
http://auto.drive.ge newcars http://news.drive.ge http://prava.drive.ge vin.drive.ge http://games.drive.ge vin.drive.ge  
geo rus tur arm კატეგორია რეჟიმი      
«123»
ბილეთი # 1

№ 210 (3)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანით 5.3 "საავტომობილო გზა" აღნიშნული გზა განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილის, ავტობუსის და მოტოციკლის მოძრაობისათვის. ე. ი. სატვირთო ავტომობის მოძრაობა საგზაო ნიშანით 5.3 "საავტომობილო გზა" აღნიშნულ გზაზე შეიძლება.

სწორი პასუხია: 1
ბილეთი # 2

№ 211 (4)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები"თანახმად საგზაო ნიშნები: - 5.3 "საავტომობილო გზა" გვაძლებს ინფორმაციას, რომ ვიმყოფებით გზაზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილების, ავტობუსებისა და მოტოციკლების მოძრაობისათვის. - 5.30.3 "მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილებისათვის" გვაჩვენებს მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორის და თვითმავალი მანქანისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. - 3.4 "სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს სატვირთო ავტომობილისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასის 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს. ხოლო დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.3.3 მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ და მარცხნივ. მოცემულ შემთხვევაში A ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი გვაძლევს ინფორმაციას, რომ გზაჯვარედინზე საავტომობილო გზა გრძელდება მარჯვნივ, B ასოთი აღნიშნული გვაძლევს ინფორმაციას, რომ სატვირთო ავტომობილების რეკომინდებული გზა გრძელდება მარცხნივ. ხოლო C ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშნები კრძალავენ 3,5 ტონაზე მეტი მაქსიმალური ნაბადართული მასის მქონე სატვირთო ავტომობილის მოძრაობას მარჯვნივ და მარცხნივ. სატვირთო ავტომობილის მძღოლის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასის 3,5 ტონას აღემატება მარჯვნივ მოხვევას არუკრძალავს A და B ასოებით აღნიშნული საგზაო ნიშნები.

სწორი პასუხია: 4
ბილეთი # 3

№ 212 (2)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.7.1 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.7.1 "ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ ის გადის ცალმხრივმოძრაობიან გზაზე, სადაც ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა ნიშანზე ისრით ნაჩვენები მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ და ამდენად არშეიძლება მოძრაობის გაგრძელება მარცხნივ. სხვა ყველა მიმართულებებით მოძრაობა ნებადართულია.მოცემულ გზაჯვარედინზე მობრუნება შეიძლება.

სწორი პასუხია: 1
ბილეთი # 4

№ 213 (4)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5,9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. მოცემულ სიტუაციაში, ორივე მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები.

სწორი პასუხია: 1
ბილეთი # 5

№ 214 (3)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" მე-5 პუნქტის 5.10.2 პუნქტის თანახმად საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.10.2 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო მისი განაპირა მარცხენა ზოლი განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის მარჯვნიდან მარცხნივ და იმავე კანონის მე-5 თავის, 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5.9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპირტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლზე ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპირტო საშუალებების მოძრაობას. ე. ი. "E" და "C" ტრაექტორიით მოძრაობის გაგრძელება ნებადართული არარის. იმავე თავის 27-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.მოცემულ სიტუაციაში მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოხვევა, მხოლოდ "A" და პირდაპირმოძრაობა "D" მიმართულებებით.

სწორი პასუხია: 1
ბილეთი # 6

№ 215 (3)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 2.4 "დაუთმე გზა" მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. -5.7.2 "ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარჯვნივიდან მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის ნებას არიძლევა.- 3.1 '"შესვლა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით და 3.1 ნიშნების მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. -5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" გვაჩვენებს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზეც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მასზე მობრუნება და უკუმიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ შემთხვევაში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს მხოლოდ B და C მიმართულებით.

სწორი პასუხია: 3
ბილეთი # 7

№ 216 (4)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" გვაჩვენებს მოცემულ ზოლებზე ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი", რომელიც უკედურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა. ხოლო 5.11.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.11.1 "მობრუნების ადგილი" მიგვითითებს მხოლოდ მობრუნების ადგილს, სადაც მარცხნივ მოხვევა აკრძალულია.მოცემულ შემთხვევაში მარცხენა ზოლიდან 5.11.1 საგზაო ნიშანის პირდაპირნებადართულია მხოლოდ მობრუნება, ხოლო გზაჯვარედინზე მხოლოდ მარცხნივ მოხვევა და მობრუნება ე.ი. მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა A, B და C მიმართულებებით.

სწორი პასუხია: 4
ბილეთი # 8

№ 217 (4)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები"-ის თანახმად: - საგზაო ნიშანი 5.11.1 "მობრუნების ადგილი" მარცხნივ მოხვევა აკრძალულია. -საგზაო ნიშანი 5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" აღნიშნავს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსტორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. -საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" ნებას რთავს იმოძრაონ მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით და 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არკრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მარცხნივ მოხვევას არკრძალავს საგზაო ნიშანი 5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა". ანუ - B

სწორი პასუხია: 3
ბილეთი # 9

№ 218 (4)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ძრავიანი სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობას, გარდა მოპედისა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორის და თვითმავალი მანქანების მოძრაობას. ხოლო იმავე თავის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3 " საავტომობილო გზა" აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილის, ავტობუსის და მოტოციკლის მოძრაობისათვის. მოპედის მოძრაობას კრძალავს საგზაო ნიშანი 5.3 " საავტომობილო გზა".

სწორი პასუხია: 1
ბილეთი # 10

№ 219 (4)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად: 5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. 6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.8.1 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი" მძღოლებს ავალდებულებს მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა შეასრულონ სათანადო ზოლებიდან, რასაც არღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არარღვევს ავტობუსის მძღოლი.

სწორი პასუხია: 4
ბილეთი # 11

№ 220 (4)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. ხოლო იმავე თავის 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად 5.10.3 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა" საგზაო ნიშანით აღნიშნულია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილი მარცხნივ მოხვევით გადის ცალმხრივმოძრაობიან გზაზე, სადაც სავალი ნაწილის მარცხენა ზოლში ორგანიზებულია სამარშრუტო სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ და მძღოლი ვალდებულია სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, რასაც არასრულებს და არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.

სწორი პასუხია: 1
ბილეთი # 12

№ 221 (3)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგის გარეშე. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის "საგზაო ნიშნები" 5.15 და 7.6.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 5.15 " დგომის ადგილი" და 7.6.3 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი" მსუბუქი ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების ნებას იძლევა .

სწორი პასუხია: 3
ბილეთი # 13

№ 222 (2)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). ხოლო იმავე თავის 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5,9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და გაჩერება, თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.10.1 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ ვიმყოფებით ცალმხრივმოძრაობიან გზაზე, რომლის განაპირა მარცხენა ზოლზე ორგანოზებულია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და გაჩერება მგზავრთა გადმოსხმის მიზნით არშეიძლება. მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.

სწორი პასუხია: 1
ბილეთი # 14

№ 223 (3)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. იმავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არუნდა აღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი და დაყენებულია მიმთითებელი ნიშანი 5.8.1 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი". მძღოლი ვადებულია მარჯვნივ მოხვევისათვის დროულად დაიკავოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირი, მძღოლი კი იმყოფება სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს, ნაწილობრივ საპირისპიროდ მოძრავ ტრამვაის ლიანდაგზე, სადაც გასვლის და იქიდან მარჯვნივ მოხვევის უფლება არა აქვს.

სწორი პასუხია: 2
ბილეთი # 15

№ 224 (2)   საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.33 პუნქტის თანახმად საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.33 "სდექ ხაზი" მიუთითებს გაჩერების ადგილს შუქნიშნის, ან მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე.

სწორი პასუხია: 1
«123»
saitebi.ge
News - Skoda Fabia
Targmne.com
Lyrics.ge
saitebi.ge
Verisign, Visa/mastercard Nova Technology, PayBox TerminalsNova Technology, PayBox Terminals Build on ProService CMS
ancient world wonders
Exec. - 0.1307